ფომინის მეთოდი

პროფესორ ფომინის ბიოფიზიკური მკურნალობის მეთოდი წარმოადგენს აპარატულ კომპლექსს, რომლებიც თანმინმიმდევრულად ასრულებენ კონკრეტულ ფიზიკიურ ზემოქმედებას მთლიან ორგანიზმზე.

ჯანმრთელობის აღდგენის არასპეციფიური მკურნალობის მეთოდი

მეთოდი წარმოადგენს, თანამედროვე ბიოფიზიკურ მკურნალობას ,რომელიც მომავლის მედიცინად მოიაზრება. ამ მეთოდში გამოყენებულია ძველი ჩინური და აიურვედას პრინციპები რაც გულისხმობს -ვმკურნალობთ არა დაავადებას არამედ მთლიან ორგანიზმს ,როგორც ერთიან სრულყოფილ ურთიერთშეთანხმებულ სისტემას.

მ.ფომინმა შექმნა კომპლექსური აღდგენითი აპარატული მკურნალობის მეთოდი, რის მეშვეობითაც შესაძლებელია უჯრედშიდა და უჯრედშორისი დეტოქსიკაციის მიღწევა. მიმოცვლის პროცესების რეგულაცია და აგრეთვე ცენტრალური ნერვული სისტემის, ცენტრი-პერიფერია კავშირების აღდგენა,რაც საშუალებას გვაძლევს ფუნდამენტალურად მივუდგეთ მკურნალობის პროცესს და მივიღოთ სრული გამოჯანმრთელება.

მეთოდის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია ქსოვილების ფუნქციისა და სტრუქტურის აღდგენა. ეს სრულიად ახალი პრინციპია სამედიცინო მიდგომაში, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ფომინის მეთოდი მაქსიმალურად მიახლებულია ბუნების კანონებთან და ფაქტიურად ამდიდრებს კლინიკური მედიცინის შესაძლებლობებს.

ფომინის არასპეციფიური მკურნალობის მეთოდი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცენტრალური ნერვული სისტემის რეგულატორულ და ინტელექტუალურ ფუნქციას, სისხლის ბიოქიმიურ მაჩვენებლებს.
აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ზოგად ჰემოდინამიკას. აღადგენს ფერმენტულ სინთეზს ღვიძლში და ნაწლავებში და ანეიტრალებს ქსოვილოვან აციდოზს.

პროფესორ ფომინის მეთოდი აქტუალურია არა მხოლოდ დაავადებული პაციენტებისთვის არამედ როგორც ერთ-ერთი ძლიერი პროფილაქტიკური საშუალება მათთვის ვინც იმყოფებიან აგრესიულ ეკოლოგიურ გარემოში.
ზემოთ აღნიშნული საავტორო მეთოდი უზრუნველყოფს ფუნდამენტალური მექანიზმების აღდგენას ნებისმიერი დაავადებების დროს.

რთული და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები აღნიშნავენ მეთოდის ჰუმანურობას, ეფექტურობასა და კომფორტულობას, რაც გამორიცხავს ძვირადღირებულ და ბევრი გვერდითი მოვლენების მქონე მედიკამენტების გამოყენებას.

კერძო პრაქტიკიდან გამომნდინარე, განსაკუთრებით ეფექტურია შემდეგი დაავადებების დროს:
• ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი, სპონდილოზი
• ართრიტი, ართროზი, კოქსართროზი 1 – 3 ხარისხი
• მალთაშუა დისკის თიაქარი, პროტრუზიო პროლაფსი
• რბილი ქსოვილების დეგენერაციული ცვლილებები
• ფიბრომატოზული კვანძები ნებისმიერი ლოკალიზაციის
• მეტაბოლური სინდრომი სიმსუქნე

ფომინის კომპლექსი წარმოდგენილია აპარატებით რაც იძლევა შემდეგ ფიზიოლოგიურ და კლინიკურ ეფექტს:

1. აპარატი ანატრონი, კლინიკური ეფექტი
ა. თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაცია;
ბ. ქსოვილოვანი აციდოზის დათრგუნვა;
გ. ნივთიერებათა ცვლის რეგულაცია;
დ. სპაზმოლიტური და ანალგეიური ეფექტი;
ე. ანტიალერგიული თვისება;
ვ. ანტისტრესული და ანტიდეპრესიული ეფექტი.

2. ლიმფოდრენაჟის აპარატი: მიმდინარეობს სხეულის ზედა ფენებზე დაბალსიხშირიანი და დაბალი ამპლიტუდის მქონე მექანიკური რხევების ზემოქმედება რის შედეგადაც ვღებულობთ კლინიკურ ეფექტს.
ა. მიკროცირკულაციის გაძლერება ზედაპირულ ქსოვილებში;
ბ. კორტიკო-ვისცერალური თანაფარდობის ოპტიმიზაცია;
გ. სომატო-ვისცერალური სპაზმების მოხსნა;
დ. ანტისტრესული მოქმედება;
ე. ლიმფოსტაზის და ლიმფოდემის კუპირება;
ვ. ლიპოლიზის აქტ. ივაციის ხარჯზე სხეულის წონის შემცირება.

3. აპარატი: მეტაბოლური პროცესების მიკროაქტივატორი;
ა. უჯრედის მომენტალური გაჯერება ენერგიით;
ბ. სპაზმოლიტური მოქმედება;
გ. ძლიერი ანალგეზური მოქმედება;
დ. რეგენერაციული თვისება, ნებისმიერი ლოკალიზაციის ქსოვილის სტრუქტურის და ფუნქციის აღდგენა;
ე. ფიქროზული ნაწიბურების გაწოვა და მისი ჩანაცვლება ნორმალური ქსოვილით.

4. აპარატი: თავისუფალი ტრაქციის მაგიდა
ა. ოპტიმალური კუნთოვანი რელაქსაციის ეფექტი;
ბ. ფიზიოლოგიური დეკომპრესიის ეფექტი;
გ. პროპორციული გაჭიმვის ეფექტი;
დ.ადეკვატური დოზირებული ტრაქცია;
ე. ანტისქოლიოზური ეფექტი.